მსოფლიო
აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საკანონმდებლო ორგანომ უკრაინისთვის დახმარების სახით 350 მილიონი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. გამოყოფილი თანხები უკრაინას უსაფრთხოების სფეროს მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში უკრაინის საელჩო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი" აშშ-ს 2018 წლის ბიუჯეტი ეროვნული თავდაცვის საჭიროებების შესახებ", რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების სახით $ 350 მილიონის გამოყოფას გულისხმობს. ეს თანხა გასული წლის დონეზე ასიგნებებს შეესაბამება...", - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ კანონპროექტი უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, იგი მოიცავს ახალ დებულებებს, რომლებიც საშუალებას მისცემს აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტს ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა რეაბილიტაცია გაიარონ.

გარდა ამისა, იგეგმება ამ სფეროში უკრაინის სამედიცინო სპეციალისტების გადამზადება, ასევე სახელმწიფოს საჰაერო და საზღვაო ძალების პოტენციალის გაძლიერება.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის