მსოფლიო
ავსტრალიელების უმრავლესობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის იდეას მხარი დაუჭირა

ავსტრალიელების უმრავლესობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის იდეას მხარი დაუჭირა

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობამ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის იდეას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ერთნაირსქესიანთა წარმომადგენლებს შორის ქორწინების ლეგალიზაციის იდეას ავსტრალიის მოსახლეობის 61,6% უჭერს მხარს.

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმი სავალდებულო არ იყო, ავსტრალიის პრემიერმინისტრმა მალკოლმ ტერნბულმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა შედეგები და პირობა დადო, რომ ქვეყნის კანონმდებლობა შეიცვლება.

კენჭისყრა ფოსტით ჩატარდა და რვა კვირა გაგრძელდა. მასში 12.7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, რაც ამომრჩეველთა 79.5% -ს შეადგენს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის