პოლიტიკა
პრემიერი: იმედი მაქვს სტრუქტურული ცვლილებებს პროექტს დავამატკიცებთ და პარლამენტში გადავაგზავნით

პრემიერი: იმედი მაქვს სტრუქტურული ცვლილებებს პროექტს დავამატკიცებთ და პარლამენტში გადავაგზავნით

დღეს მთავრობის სხდომაზე განახლებული მინისტრთა კაბინეტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს დაამტკიცებს.

პრემიერმა სხდომის დაწყებამდე ფინანსთა ახალ მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლებისა და მეცნიერების ახალ მინსიტრს მიხეილ ჩხენკელს მათი გუნდის წევრობა მიულოცა.

"მინდა მივულოცო მიხეილს და მამუკას ჩვენი გუნდის წევრობა, თუმცა მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს. მიხეილი პირველადაა ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელებიც თქვენს უწყებებში არსებობს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემეირმა ასევე მადლობა გადაუხადა შსსს ყოფილ მინისტრს გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას.

"ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტი დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდოომაზე. იმედი მაქვს, რომ დავამატკიცებთ და პარლამენტში გადავაგზავნით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის