სხვადასხვა
კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონა ახალშობილ ქალიშვილთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

კრიშტიანუ რონალდუს მეგობარი გოგონა ახალშობილ ქალიშვილთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

22 წლის ჯორჯინა როდრიგესმა ინსტაგრამზე ახალშობილ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ალანა მარტინას 3 დღის წინ დაიბადა. ჯორჯინა ფოტოს აღწერაში მადლობას უხდის იმ სამშობიარის მედპერსონალს, სადაც პირველად გახდა დედა. მან მადლობა გადაუხადა თავის და რონალდუს მეგობრებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მამა მეოთხედ გახდა. პატარა გოგონას ალანა მარტინას დაბადების შესახებ ინფორმაცია კვირას გავრცელდა.რონალდუს უკვე ჰყავს 7 წლის შვილი, კრიშტიანუ რონალდუ-უმცროსი, რომელიც ფეხბურთელს 2010 წელს სუროგატმა დედამ გაუჩინა და ტყუპები ბიჭი - მატეო, გოგონა -ევა , რომლებიც ქვეყანას 2017 წლის 8 ივნისს, ასევე სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინენ.
წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის