პოლიტიკა
კალაძე გამგებლებს: არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას

კალაძე გამგებლებს: არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას

"ვიქნები ძალიან მომთოხვნი და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის პრობლემებისადმი ი გულგრილ დამოკიდებულებას",- ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლების წარდგენისას განაცხადა.

"ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი. გამგებლები სრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. ეს სწორედ ის რგოლია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან. მათ პრობლემებთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამგებლები და გამგეობები ეფქტიანად მუშაობდნენ. ჩვენ თბილისელებს მივეცით კონკრეტული დაპირებები. ჩემი მხრიდან მომავალ გამგებლებს გექნებათ მაქსიმალური მხარადჭერა, თუმცა აქვე უნდა განვაცხადო, რომ ამავრდროულად ვიქნები ძალიან მომთოხვნი და არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეების და ქალაქის პრობლემებისადნი გულგრილ დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ საზოგადიოების მხარდაჭერით დიდ წარმატებებს მივაღწევთ",- განაცხადა კალაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის