პოლიტიკა
ირმა ზავრადაშვილი: მზად ვარ, სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი ძალიან დიდი იყოს

ირმა ზავრადაშვილი: მზად ვარ, სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი ძალიან დიდი იყოს

“მადლობა მინდა გადავუხადო კახი კალაძეს იმისთვის, რომ ჩვენი სამწლიანი მოღვაწეობა დადებითად შეაფასა“,- ამის შესახებ დიდუბის გამგებლის კანდიდატმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უამრავი პროექტი დარჩა დასასრულებელი, რომელიც სამომავლოდ განხორციელდება.

"დიდუბის რაიონის თანამშრომლებთან ერთად მზად ვარ, მომავალი 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი ძალიან დიდი იყოს. უამრავი პროექტია დასასრულებელი, რა თქმა უნდა მათ დავასრულებთ, და იმ ახალ გამოწვევებს მივიღებთ, რომელიც ახალ მერს თავის გუნდთან ერთად აქვს“,- აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გამგებლების კანდიდატურები წარადგინა. გამგებლები საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის