სხვადასხვა
მო ფარა ბრიტანეთის იმპერიის რაინდი გახდა

მო ფარა ბრიტანეთის იმპერიის რაინდი გახდა

4-გზის ოლიმპიური, 6-გზის მსოფლიო და 7-გზის ევროპის ჩემპიონი, სომალური წარმოშობის ბრიტანელი მორბენალი მო ფარა ბრიტანეთის იმპერიის რაინდის ტიტულის მფლობელი გახდა.

მო ფარას რაინდის ორდენი თავად დედოფალმა ელისაბედმა გადასცა.

„მე ბრიტანეთში 8 წლის ბავშვი ჩამოვედი სომალიდან და ერთი სიტყვაც კი არ ვიცოდი ინგლისურად. ამ ქვეყანაში ასეთი აღიარების მოპოვება დაუჯერებელია. მე ყოველთვის მინდოდა რაიმე მნიშვნელოვანისთვის მიმეღწია კარიერაში, გამოვსულიყავი უმაღლეს დონეზე. ოლიმპიური ჩემპიონობა ჩემი ოცნება იყო.“- განაცხადა ფარამ.

დაჯილდოების ცერემონიაზე ფარა მეუღლესთან ტანასთან ერთად იმყოფებოდა.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის