საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი შერეული ტიპის - კომერციულ-სახელმწიფორებრივი ტელევიზია გახდება?

საზოგადოებრივი მაუწყებელი შერეული ტიპის - კომერციულ-სახელმწიფორებრივი ტელევიზია გახდება?

პარლამენტში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.„მაუწყებლის შესახებ“ კანონსა და კიდევ სამ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის 13-დეპუტატის მიერ მოხდა. პროექტის ავტორები არიან: გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, რომან კაკულია, გიორგი ხატიძე, ნინო გოგუაძე, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, მერაბ ქვარაია, ლევან კობერიძე და ენძელა მაჭავარიანი. ამ ეტაპზე, საზოგადოებრივ მაუწყებლთან დაკავშირებით საბიუჯეტო კოდექსსა და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიციატორებმა უკან გაითხოვეს.საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი სიახლის, ინოვაციის შესახებ ინფორმაცია და ამ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტი, მისი ეთერში გასვლამდე საჯარო არ იქნება და მასზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავი არ გავრცელდება, ხოლო ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იღებს.რაც შეეხება საბიუჯეტო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როგორც განსაკუთრებული ტიპის ორგანიზაციაზე... ვრცლად
წყარო: for.ge
გუშინ კვირის თვის