საზოგადოება
 ლას-ვეგასში, MISS UNIVERSE 2017-ის გრანდიოზული ფინალური შოუ გაიმართება

ლას-ვეგასში, MISS UNIVERSE 2017-ის გრანდიოზული ფინალური შოუ გაიმართება


26 ნოემბერს, ამერიკის ქალაქ ლას ვეგასში, AXIS at Planet Hollywood-ში გაიმართება სილამაზის საერთაშორისო კონკურსი «მის სამყარო 2017»-ის გრანდიოზული ფინალური შოუ. ღონისძიება პირდაპირი ეთერით გადაიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეკომპანია FOX-ის მიერ წელს 66-ე «მის სამყარო»-ს ფინალზე საქართველოს წარადგენს «ვიცე მის საქართველო»-ს ტიტულის მფლობელი, იმიჯ ცენტრის წარმატებული მოდელი, მარიტა გოგოძე.

ღონისძიების ფარგლებში მარიტა გოგოძე მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა წინაშესარჩევ ტურებში, რისთვისაც წინასწარ ინტენსიურად ემზადებოდა.

“მის საქართველოს” ეროვნულ ჩაცმულობაზე და საღამოს კაბებზე ტრადიციულად იზრუნა პროექტ “მის საქართველოს” პარტნიორმა, მოდის სახლმა “მარიონელა”.

წარმატებას ვუსურვებთ მარიტას ამ საპასუხისმგებლო და პრესტიჟულ კონკურსის ფინალზე.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის