სხვადასხვა
მამაკაცმა, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ ქორწილში გაამხილა, რომ ექიმები შეცდნენ

მამაკაცმა, რომელსაც სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ ქორწილში გაამხილა, რომ ექიმები შეცდნენ

23 წლის ბრიტანელმა ჯეკ კეინმა, რომელსაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, საკუთარ ქორწილში გამოაცხადა, რომ ექიმებს დიაგნოზი შეეშალათ.


რამდენიმე თვის წინ, ჯეკ კეინმა აღმოაჩინა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. გარკვეული დროის განმავლობაში, ის ზურფისა და ფეხების ტკვილით იტანჯებოდა.

კლინიკაში მისულს კი ექიმებმა გამოუცხადეს, რომ მას სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე ჰქონდა. ანალიზებისა და გამოკვლევების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მას რამდენიმე კვირის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი.

შემზარავი დიაგნოზის დასმის შემდეგ, მამაკაცმა გადაწყვიტა მისი შეყვარებულისთვის ემა კლარკისთვის ცოლობა ეთხოვა. მაშინ, როცა ჯეიკმა კლარკს ხელი სთხოვა, ის მუხლებზე იდგა, ექთანი კი ეხმარებოდა, რომ არ წაქცეულიყო.

რვა დღის შემდეგ, საავადმყოფოში ქორწილიც გადაიხადეს. მაშინ, როცა ყველა ქორწილისთვის ემზადებოდა, ჯეკი კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიოდა. ბოლო გამოკვლევების შედეგებმა კი ექიმები შოკში ჩააგდო - ბიოფსიის შედეგებმა ონკოლოგიური ბუნების არსებობის უარყოფითი შედეგი აჩვენა. ჯეკი ვერც იჯერებდა, რომ მისი პირველადი დიაგნოზი არასწორი იყო. სასიხარულო ამბის შესახებ ბუნებრივია საცოლეს აცნობა, ნათესავბსა და მეგობრებს კი ქორწილამდე არაფერი უთხრა.

ქორწილის დღეც დადგა. როგორც ემა იხსენებს, იგრძნობოდა, რომ კლინიკაში შეკრებილი სტუმრები სიხარულთან ერთად უჩვეული სევდასაც განიცდიდნენ და სწორედ ამ დროს, ჯეკმა მათ გაუმხილა, რომ მისი სასიკვდილო დიაგნოზი შეცდომა აღმოჩნდა და ახლობლების დატოვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს.

როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან გავრცელებული დაავადება ოპიტიკომეტიტი აღმოაჩნდა. ეს არის ზურგის ტვინის ანთება, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის