სპორტი
შენგელიას

შენგელიას "ბასკონიამ" "რეალი" 30 ქულით გაანადგურა

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგაში გუნდმა მოსისხლე მტერს, მადრიდის "რეალს" მწარე მარცხი აგემა.

ბასკურმა კლუბმა მადრიდელები 105:75 დაამარცხეს, ხოლო 30-ქულიანი სხვაობა მაქსიმუმია, რაც „სამეფო კლუბს“ ევროლიგის მატჩებში ოდესმე წაუგია.

"ბასკონიას" ს ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში ამჯერადაც არ ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 18:02 წუთი გაატარა და 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიამ 5-დან ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებითა და 5 მარცხით 16-გუნდიან ევროლიგაში „ბასკონია“ მე-14 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 ნოემბერს, კაუნასში, “ჟალგირისთან” გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის