სპორტი
დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორი უმასპინძლებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორი უმასპინძლებს

დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს, 2 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საქართველოს თასის ფინალში, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა" ითამაშებენ. თასის მფლობელი ევროტურნირების საგზურს მიიღებს.

შეხვედრა 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს..

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივის მიხედვით, უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც თასის ფინალი თბილისს გარეთ, რეგიონში ტარდება. აქამდე თასის ფინალებს ზესტაფონმა და ქუთაისმა უმასპინძლა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის