სხვადასხვა
ამერიკელი მეცნიერები მომავალი წლიდან დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გაფრთხილებას იძლევიან

ამერიკელი მეცნიერები მომავალი წლიდან დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ გაფრთხილებას იძლევიან

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერები გაფრთხილებას იძლევიან, რომ მომავალ წელს მსოფლიოში, შესაძლოა, მიწისძვრების სერიები დაიწყოს, რაც მთელს მსოფლიოში მილიარდ ადამიანს იმსხვერპლებს, - იუწყება Daily Mail. მეცნიერები მომავალ მიწისძვრებს საკუთარი ღერძის მიმართ დედამიწის ბრუნვის სიჩქარის ცვლილებებს უკავშირებენ, რაც ტექტონიკური ფილების გადაადგილებას იწვევს. ექსპერტების აზრით, დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შემცირება ხელს შეუწყობს სეისმური და ვულკანური აქტივობების ზრდას, ძირითადად ტროპიკულ ზონაში, სადაც დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარის შენელების ან აჩქარების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობიან, როცა 1990 წლიდან, როდესაც ბრუნვის სიჩქარის მაქსიმალური შენელება დაფიქსირდა, მიწისძვრების 80%-ზე მეტი 7 ან უფრო მეტი სიმძლავრის იყო და კარიბის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ასე რომ, მეცნიერები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტროპიკულ რაიონებში არა მხოლოდ მიწისძვრებს, არამედ დამანგრეველ ცუნამებსაც ვარაუდობენ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის