სხვადასხვა
ასტრონომებმა უცხოპლანეტელებს რადიოსიგნალში დაშიფრული შეტყობინება გაუგზავნეს

ასტრონომებმა უცხოპლანეტელებს რადიოსიგნალში დაშიფრული შეტყობინება გაუგზავნეს

სხვა პლანეტებზე შესაძლო ინტელექტუალური არსებებისთვის შეტყობინებების გაგზავნისა და მონაცემების პროგრამების მონაწილეებმა (METI) რადიოსიგნალში დაშიფრული შეტყობინება მზის სისტემის ერთ-ერთ უახლოეს ვარსკვლავზე გააგზავნეს. ვარსკვლავი ლეიტენი პატარა ქოფაკის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან მხოლოდ 12,36 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ვარსკვლავის გარშემო ორი პლანეტა მოძრაობს, რომლებიც ასტრონომების განცხადებით, პოტენციურად სიცოცხლისთვის გამოსადეგარია. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ სიგნალს არამიწიერი ინტელექტუალური არსებები მიიღებენ, მათ პასუხი 25 წლის განმავლობაში ექნებათ.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის