სხვადასხვა
კეიტ ბეკინსეილს 22 წლით პატარა ბოიფრენდი ჰყავს - წყვილის პაპარაცული ფოტოები

კეიტ ბეკინსეილს 22 წლით პატარა ბოიფრენდი ჰყავს - წყვილის პაპარაცული ფოტოები

მსახიობ კეიტ ბეკინსეილის ახალი შეყვარებული კომიკოსი მეტ რაიფია, რომელიც კეიტის 18 წლის შვილზე მხოლოდ 4 წლით არის დიდი. როგორც Daily Mail-ი წერს პაპარაცებმა წყვილი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში იმ დროს დააფიქსირეს, როცა ერთმანეთს კოცნიდნენ. ეს მათი პირველი პაპარაცული ფოტო, არაა, თუმცა წყვილს ჯერჯერობით მათ ურთიერთობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ყვითელ პრესაში მრავალრიცხოვან პუბლიკაციებს, იმის შესახებ, რომ ბეკინსეილმა ურთიერთობა ისეთ მამაკაცთან დაიწყო, რომელიც მის შვილზე სულ ცოტათი დიდია, მსახიობი ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

„ასაკი- მხოლოდ ციფრებია, იპოვეთ ის ვინც გიყვართ და თქვენ ახალ სუნქვას დაიწყებთ“- დაწერა ბეკინსეილმა.

ბეკინსეილი ქმარს, ლენ უაიზმანს 2015 წელს გაშორდა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის