სპორტი
ფოტო: უიგანის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, შეცვალეს და შვილის დაბადებას მიუსწრო

ფოტო: უიგანის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა, შეცვალეს და შვილის დაბადებას მიუსწრო

"უიგანის" ნახევარმცველი, რაიან კოლკლოუ, რომელმაც ინგლისური ფეხბურთის მე-3 დივიზიონის ეგიდით "დონკასტერთან" გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, 58-ე წუთზე შეცვალეს, იტყობინება BBC. ჰავბეკმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში დალაშქრა, შესვენებაზე კი გაიგო, რომ მის მეუღლეს მშობიარობა ეწყებოდა. მოედანზე ფეხბურთელმა კიდევ 15 წუთი გაატარა, დუბლის შესრულება მოასწრო, შემდეგ კი შეცვალეს. კონკლოუ საავადმყოფოსკენ სათამაშო ფორმაში გაემართა და შვილის დაბადებას მოესწრო. "შესვენებაზე მოგვივიდა შეტყობინება, რომ მისმა მეუღლემ წყალი დაღვარა", - ციტირებს BBC "უიგანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ლიამ რიჩარდსონის სიტყვებს. "მეორე გოლის გატანისთანავე, შეცვალეთ - ფიქრებით მოედნის გარეთ იყო. ყველანი ადამიანები ვართ. ზოგიერთი ფეხბურთელი დარჩებოდა. სხვებისთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეუღლეს მხარი დაუჭირონ. მათი სურვილის პატივისცემაა საჭირო". იხილეთ ფოტო ასეთი სისწრაფე ჰქონდა რონალდუს მომენტი, როცა იბრაჰიმოვიჩი რონალდოს პირველად შეხვდა სტადიონის დემონტაჟი აშშ-ში ატლეტიკო-რეალის მატჩის წინ ცხენმა პოლიციელი გადმოაგდო ხავიმ ყატარში მორიგი ჯარიმა გაიტანა ნეიმარის ულამაზესი მოძრაობა ლიგა 1-ის გასულ ტურში ინგლისში, 1 მატჩში 4 კურიოზული გოლი გავიდა რეალის ფეხბურთელი, მარტინ ედეგორი გასულ ტურში
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის