სპორტი
მანჩესტერ იუნაიტედი ბორდოს ნახევარმცველით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი ბორდოს ნახევარმცველით ინტერესდება

"ბორდოს" ნახევარმცველი, მალკომი შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, იტყობინება The Sun. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის დამატება პირადად "წითელი ეშმაკუნების" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს უნდა, რომელიც ამ სეზონში ბრაზილიელის თამაშით კმაყოფილია. ჰავბეკს ჟირონდენელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. შეგახსენებთ, ამ სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად მალკომმა 15 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი შეაგდო.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის