სპორტი
კიელინი ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

კიელინი ბარსელონასთან მატჩს გამოტოვებს

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, გამოცდილი ჯორჯო კიელინი, კატალონიის "ბარსელონასთან" დღევანდელ მატჩს გამოტოვებს. "ბებერი ქალბატონის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 33 წლის იტალიელი "ბლაუგრანასთან" შეხვედრაში საკუთარ გუნდს ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. იტალიური გრანდი "ბარსელონას" დღეს საღამოს საკუთარ მოედანზე მიიღებს და ეცდება, რომ ესპანური გრანდი მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით დაამარცხოს, რათა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის