სპორტი
ჰოფენჰაიმმა შესაძლოა სტეპანენკო დაიმატოს

ჰოფენჰაიმმა შესაძლოა სტეპანენკო დაიმატოს

დონეცკის "შახტარის" ცენტრალური ნახევარმცველი, ტარას სტეპანენკო, იანვარში შესაძლოა "ჰოფენჰაიმის" მოთამაშე გახდეს. ცნობილი ამერიკული გამოცემა "ESPN" იტყობინება, რომ 28 წლის უკრაინელი მოთამაშე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გერმანული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება. "სოფლელების" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, გუნდის თამაშით სეზონის პირველ ნახევარში იმედგაცრუებულია და სურს, რომ მოედნის ცენტრი გააძლიეროს. ტარას სტეპანენკომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 20 თამაშში მიიღო მონაწილეობა და "შახტარის" ერთ-ერთი ლიდერია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის