საზოგადოება
მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა შესაძლოა, საკუთარი კალმებით ისარგებლონ

მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა შესაძლოა, საკუთარი კალმებით ისარგებლონ

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უკვე საკუთარი კალმებით ისარგებლონ. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდებზე დგას კონდიცირების პრობლემაც ამიტომ შესაძლოა, მომავალი წლიდან ეროვნული გამოცდები ტექნიკურ უნივერსიტეტში აღარ ჩატარდეს.

“კონდიცირების პრობლემა ასევე არსებობს სკოლებში. არც ერთ სკოლაში კონდიცირების სისტემა არ არის დამონტაჟებული. ასე რომ, გამოცდების ეროცნული ცენტრი ვერ აიღებს ამ პრობლემის მოგვარებას თავის თავზე. რაც შეეხებ კალმებს, ყოველწლიურად ვყიდულობთ ტუშიან კალმებს, აქაც აბიტურიენების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ სკანერს არ შეექმნას პრობლემა და წაიკითხოს ნაწერი. რადგან ეს საკითხი აქტუალურია, ვფიქრობ, აბიტურიენტებს შევთავაზოთ, შეიძინონ არა 90-თეთრიანი, არამედ ორ ლარიანი კალმები”, – განაცხადა მიმინოშვილმა.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის