სპორტი
პოჩეტინო ტოტენჰემის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა

პოჩეტინო ტოტენჰემის პრეზიდენტს სიყვარულში გამოუტყდა

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ლონდონელთა მწვრთნელობით ბედნიერია. სპეციალისტმა ირონიულად თქვა, რომ "დეზების" პრეზიდენტ დენიელ ლევიზე შეყვარებულია. "ზოგჯერ, უთანხმოება გვაქვს ხოლმე, მაგრამ მასზე შეყვარებული ვარ, რადგან სამწელიწად-ნახევრის წინ "ტოტენჰემში" ყოფნისა და ამ შესანიშნავი კლუბის ისტორიის დაწერის შესაძლებლობა მომცა", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Sportsmole. "იყო "დეზების" ნაწილი - ეს იმაზე მეტია, ვიდრე სიამოვნება. ძალიან ბედნიერი ვარ, ისევე, როგორც ჩემი ოჯახი. ლონდონში ყოფნა მიხარია". შეგახსენებთ, პოჩეტინო "ტოტენჰემს" სათავეში 2014 წლიდან უდგას. ნოდარ სიმსივეს რეაქცია საქართველოს ნაკრების მიერ გატანილ გოლებზე სტეფ კარი ბურთებს ფეხითაც აგდებს ისკომ მალაგაში მორიგი შოუ დადგა სოსო მათიაშვილის სასწაული ლელო კანადასთან
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის