პოლიტიკა
მარტვილის მერის არჩევნების მეორე ტურზე 12 591 ამომრჩეველი მივიდა

მარტვილის მერის არჩევნების მეორე ტურზე 12 591 ამომრჩეველი მივიდა

დასრულდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მარტვილში.

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გრიგოლ ბართაიას ინფორმაციით 20:00 საათის მონაცემებით 12 591 ამომრჩეველი მოვიდა, რაც 38,56% შეადგენს.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის 39 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ №12 უბანზე შემოვიდა საჩივარი. მომჩივანის ინფორმაციით მოქალაქე პირადობის მოწმობის გარეშე გაატარეს და ხმა მისცა . "ამ საჩივარს საარჩევნო კომისიაორი დღის ვადაში განიხილვას".

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველის აქტივობა დაბალია.

ცნობისთვის, ცესკო-ს მონაცემებით მარტვილის მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის გამო 12 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ტარდება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატების ხმათა რაოდენიბა ასე გადანაწილდა:

ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება)- 49,76%

მამუკა დანელია (ნაციონალური მოძრაობა)- 35, 81%

გიორგი რუხაია (ევროპული საქართველო)- 13,82%

ნოდარ მატკავა (ახალი საქართველო)- 0,61%

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის