სპორტი
დორასოს კურიოზული ისტორია:

დორასოს კურიოზული ისტორია: "კალაძე გატუზოსთან მივიდა და უთხრა დედას მო***"

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ვიკაშ დორასო კახაბერ კალაძეზე კურიოზულ ისტორიას იხსენებს. ფრანგი ფეხბურთელი "მილანში" 2004-2005 წლებში გამოდიოდა და როგორც ჩანს მას ჯენარო გატუზოსთან პრობლემები ჰქონდა. გუშინ, 44 წლის ფრანგი ადგილობრივ ტელეარხში Sport1-ში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქართველი ფეხბურთელიც გაიხსენა. "სახლიდან ბაზამდე ყოველდღიურად კახაბერ კალაძეს თავისი ფერარით დავყავდი. დაახლოებით 1 საათის გზა იყო და ის მუდმივად ჩუმად იყო. ერთ-ერთ სავარჯიშო სესიაზე, ჯენარო გატუზომ დამარტყა, რა დროსაც კახამ დამიცვა. ვარჯიშის ბოლოს კალაძე გატუზოსთან მივიდა და შემდეგი სიტყვები უთხრა: "თუ კიდევ შეეხები დედას მო****", - ამბობს ვიკაშ დორასო. იხილეთ ვიდეო
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის