საზოგადოება
მოსკოვში ქართულ-რუსული სამეცნიერო-ქრისტიანული კონფერენცია  გაიხსნა

მოსკოვში ქართულ-რუსული სამეცნიერო-ქრისტიანული კონფერენცია გაიხსნა

16 ნოემბერს მოსკოვის ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმში გაიხსნა რიგით მეხუთე ყოველწლიური სამეცნიერო-ქრისტიანული კონფერენცია “რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები”. კონფერენცია ეძღვნება ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის პირველი დირექტორის დავით არსენიშვილის (1905-1963) ხსოვნას.
ანდრონიკოვის მონასტრის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, რომლის ტერიტორიაზეც არის რუბლიოვის მუზეუმი განთავსებული, ახალქალაქის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგ კონფერენცია შეუდგა მუშაობას.
მოსკოვის საპატრიარქოს საიტის ინფორმაციით, კონფერენციაში მინაწილეობას მიიღებენ რუსეთის და საქართველოს ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის