პოლიტიკა

"ევროპული საქართველო" თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, "ევროპული საქართველო" თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

"კალაძის მიმართ მთავარი შეკითხვა იქნება საიდან შეარჩია შავბნელი, შავრაზმული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე იქნება შეკითხვა კალაძის მიმართ, რატომ ვერ შეძლო ნარმანიასთვის სუსის მიერ მიჩენილი მოადგილის, ნიკოლეიშვილის გამოცვლა. ეს არის ძირითადი შეკითხვები კალაძის მიმართ. რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირ პასუხგისმგებლობას კალაძის საქმიანობაზე ვერ ავიღებთ მერიაში", - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის