პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი: ფასების ზრდა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს უკიდურეს ტვირთად აწვება

ჭიაბერაშვილი: ფასების ზრდა ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს უკიდურეს ტვირთად აწვება

"ლარის კურსის დასტაბილურების მთავარი გზა ბიუროკრატიული ხარჯების და ბიუჯეტიდან არამიზნობრივი ხარჯების შემცირებაა’’ - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით აცხადებს.

"გამოსავალი, რასაც ევროპული საქართველო თავაზობთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას არის ერთადერთი - ბიუროკრატიული ხარჯის შემცირება, ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი უყაირათო ხარჯის ამოღება და ამ ყველაფრის ხარჯზე გადასახადების შემცირება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, დაასტაბილურებს ფასებს და უპასუხებს უმუშევრობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა. ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ლარი დასტაბილურდეს და შევაჩეროთ ფასების ზრდა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებს უკიდურესად ტვირთად აწვება," - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის