ხელოვნება
AC/DC-ის გიტარისტი მალკოლმ იანგი გარდაიცვალა

AC/DC-ის გიტარისტი მალკოლმ იანგი გარდაიცვალა

მალკოლმ იანგი, ლეგენდარული როკჯგუფ AC/DC-ის რიტმ გიტარისტი და დამაარსებელი, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას AC/DC-ის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ავსტრალიელი მუსიკოსი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იტანჯებოდა დემენციით. ის ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

მალკოლმ იანგმა თავის ძმასთან, ანგუს იანგთან ერთად ჯგუფი AC/DC 1973 წელს დაარსა, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია მუსიკალურ სამყაროში. გარდა გიტარისტობისა, ის ასევე ჯგუფის ერთ-ერთი კომპოზიტორიც იყო. მალკოლმმა ჯგუფი 2014 წელს დატოვა ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის