ხელოვნება
21 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლანა მინდელის გამოფენა გაიხსნება

21 ნოემბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლანა მინდელის გამოფენა გაიხსნება

21 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალი მხატვრის ლანა მინდელის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

გამოფენაზე წარმოდგენილია აკრილში შესრულებული 70-მდე აბსტრაქტული ფერწერული ტილო. ნამუშევრები გამოირჩევა ინდივიდუალური ხედვით და პროფესიონალიზმით.

ლანა მინდელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მოდელირების ფაკულტეტი. 1994 წელს სასტუმრო ''მეტეხი პალასში'' გაიმართა ტანსაცმლის მოდელების მისი პირველი, პერსონალური ჩვენება. მონაწილეობდა ყოველწლიურ საერთაშორისო, საქველმოქმედო კონკურსში - ''მოდა XXI საუკუნე'', სადაც გახდა მესამე ადგილის გამარჯვებული.

2002-2009 წლებში ხელმძღვანელობდა საკუთარ მაღაზია-სალონს ''ქართული სახლი'', სადაც წარმოდგენილი იყო სახლის ხელნაკეთი აქსესუარები და ავეჯი, მისი დიზაინით შექმნილი.

პარალელურად, ასრულებდა ნახატებს ტუშში, ზეთში, აკვარელში. ახლა ხატავს აკრილში და დაუგროვდა 70-მდე აბსტრაქტული ნამუშევარი. მონაწილეობდა პროფესიონალ მხატვართა გამოფენაზე ''შემოდგომა 2017''.

გამოფენა გაიხსნება 19 საათზე.

გამოფენა გაგრძელდება 3 დეკემბრამდე.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის