პოლიტიკა
კახა მიქაია: აუცილებლად გაჩნდება ლიდერი და ლიდერებიც კი!

კახა მიქაია: აუცილებლად გაჩნდება ლიდერი და ლიდერებიც კი!


” ვფიქრობ, რომ გზაგასაყარზე ვდგავართ და არ ვართ სტაგნაციაში!.. ჩვენი მომავალი არის დემოკრატია და გზა დასავლეთისკენ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ცივილიზებული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!.. ეს ბაკქანალია კი მალე წარსულს ჩაბარდება! ამას დაასრულებს ქართველი საზოგადოება!.. ახლა სხვა დროა, სხვა გამოწვევები და სხვა მოთხოვნილებებია, ფიგურალურად რომ ვთქვათ, არ შეიძლება მენტალობით სამუდამოდ დავრჩეთ საბჭოთა კავშირში… აუცილებლად გაჩნდება ლიდერი და ლიდერებიც კი!..
შეუძლებელია ქართველი საზოგადოების ამ პოლიტიკურ ჭაობში, ყიდვა-გაყიდვაში არსებობა! არადა, როგორც იტყვიან, უკვე ფსკერზე ვართ დაშვებული. ამიტომ არ შეიძლება ფსკერზე დარჩენა. ისტორიული კანონზომიერებიდან გამომდინარე, ვითარება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
«ქართული ოცნება» დაემსგავსა «ნაციონალურ მოძრაობას» და «მოქალაქეთა კავშირს». «ქართული ოცნების», როგორც პოლიტიკური მონსტრის ჩამოყალიბება, დასრულდა, მაგრამ მერწმუნეთ, დამთავრდება ქვეყანაში მონსტრებისა და «ერთი კაცის» ხელისუფლების არსებობა!..

კახა მიქაია

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის