პოლიტიკა
“ენმ”- მ და “ოცნება”- მ კაბინეტები ვერ გაინაწილეს – ბათუმის საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული

“ენმ”- მ და “ოცნება”- მ კაბინეტები ვერ გაინაწილეს – ბათუმის საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული

ხმაურია ბათუმის საკრებულოში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობმა” ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახეს. დაპირისპირების მიზეზი კაბინეტის საკითხი გახდა.
როგორც პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს საკუთარ სამუშაო ოთახში ვერ შევიდნენ, რადგან იქ “ქართული ოცნება” განთავსდა.

“დილით გადმოგვეცა ბრძანება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” იმ კაბინეტიდან გამოძევების შესახებ, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ხელისუფლება კაბინეტებისთვის მოვიდა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, სულიკო თებიძის მთავარი სურვილია კომფორტი მოიწყონ. გუშინ კაბინეტი დავკეტეთ და წავედით, დღეს კი ასეთი სიტუაცია დაგხვდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კაბინეტში “ქართული ოცნება” განთავსდა”,- განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის