პოლიტიკა
თარგამაძე

თარგამაძე "ოცნებას": ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის შესაძლებლობაც არ გაუშვათ ხელიდან

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ ლარის გაუფასურების მიუხედავად ამერიკულ მხარესთან მიღწეული შეთანხმება ბოლომდე მიიყვანოს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემის "ჯაველინი"-ს შეძენაც არ გაუშვას ხელიდან.

"როგორც იქნა საქართველომ მიიღო ნებართვა ამერიკისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი"-ს შეძენაზე. არათუ მისასალმებელი, სასიხარულო ცნობაა. არ მინდა ზედმეტად ურწმუნოდ გამოვჩნდე, მაგრამ, ვინაიდან ამ ოპერაციის განხორციელებისთვის საჭირო თანხა ჯერჯერობით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ასახული არაა, ახლო წარსულის გამოცდილება, როდესაც ფრანგული მხარისგან სრულფასოვანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შეძენის მოულოდნელი შესაძლებლობა "უსახსრობის" გამო ამ სისტემის მხოლოდ პასიური ნაწილის შეძენით დასრულდა, მიჩენს შფოთვის საბაბს. ამდენად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, ლარის ესოდენ სწრაფი გაუფასურების მიუხედავად, ეს ძვირფასი შესაძლებლობაც არ გაუშვას ხელიდან. ბუნებრივია, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაცია შესაბამის კონტროლს განახორციელებს", - წერს გივი თარგამაძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან დადებითი პასუხი მიიღო Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიყიდვასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს 75 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, საქართველოს გაძლიერება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებასაც განაპირობებს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის