საზოგადოება
ნაძალადევში, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევში, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ნაძალადევის რაიონში, მახალდიანის ქ. #28-ში, სადაც 8 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. გამგებელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.

„მახალდიანის ქუჩაზე, თბილისურ ეზოში გავამაგრეთ საცხოვრებელი სახლი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს. დაახლოებით 70 წლისაა ეს შენობა და წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო. რაიონში მწვავედ დგას ავარიული შენობების პრობლემა და ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი პროექტების განხორციელება, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 57 825 ლარი გამოიყო. ინფრასტრუქტურული პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა", ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის