ეკონომიკა

"ქართული ლუდის კომპანიამ" საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტებს უმასპინძლა

"ზედაზენის" თანამშრომლებმა მოზარდებს ქარხანა დაათვალიერებინეს და ლიმონათის ჩამოსხმის პროცესები გააცნეს.

კომპანიამ სტუმრებს გრანდიოზული შოუ მოუწყო. კონკურსანტებს მსოფლიოს 9 სხვადასხვა ქვეყნიდან, საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ექსპერიმენტარიუმის დაუვიწყარ შოუპროგრამას, საბავშვო ანსაბლგვირილასრეპერტუარს. ასევემოესმინათბზიკების სტუდიის აღსაზრდელებისმიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერა ევროვიზიის პროგრამიდან.

"საქართველოში პირველად ვიმყოფები, მოხიბლული ვარ გარემოთი და ხალხით, მომწონს ხალხთან ურთიერთობა. კონკურსზე შევასრულებ სიმღერას, რომელიც არის ძალიან პოზიტიური და მხიარული", -განაცხადა საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტმა ჯანლეკა ჩილიამ.

"მე შემიყვარდა ეს ქვეყანა. საქართველო არის ლამაზი და მზიანი. ჩემი სიმღერა არის მეგობრობაზე, ურთიერთგაგებაზე. ვფიქრობ დიდი გამოცდილება იქნება ეს კონკურსი ჩემთვის", - საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტი ალისია რეგა.

"იმედი გვაქვს რომ, ჩვენი სტუმრები შთაბეჭდილებებით წავლენ კომპანიიდან. საბავშვო ევროვიზია ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას ზედაზენიც უერთდება", - განაცხადა ს.ს. "ქარული ლუდის კომპანიის" დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზიის გრანდიოზული კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენლი მიიღებს.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის