მსოფლიო
მარიანო რახოი: კატალონიაში სეპარასტისტული პროცესი დასრულდა

მარიანო რახოი: კატალონიაში სეპარასტისტული პროცესი დასრულდა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ კატალონიაში სეპარასტისტული პროცესი დასრულდა. ამის შესახებ იუწყება გამოცემა “Mundo”.
პრემიერის თქმით, კონსტიტუციის 155-ე სტატია წარმატებით იქნა ამოქმედებული. სწორედ მან გახადა შესაძლებელი რეგიონში პირდაპირი მმართველობის შემოღება. “პროცესი დასრულდა”,- განაცხადა მარიანო რახოიმ ქალაქ მატაროში გამართულ მიტინგზე. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სეპარატისტულმა მოძრაობამ ზიანი მიაყენა კატალონიის ეკონომიკას და საზოგადოებას. “კანონიერება აღსდგა. კატალონიას შეუძლია დაუბრუნდეს ეკონომიკური აღმავლობის გზას და, შესაბამისად, ჩატარდება კანონიერი არჩევნები”,- თქვა ესპანეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, ამას წლის 27 ოქტომბერს კატალონიის ავტონომიის პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია დამოუკიდებლობის შესახებ. 28 ოქტომბერს ესპანეთის ხელისუფლებამ რეგიონში პირდაპირი მმართველობა შემოიღო.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის