მსოფლიო
რუსეთის ნაკრებს უარი ეთქვა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე

რუსეთის ნაკრებს უარი ეთქვა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მისცა რუსეთის ოლიმპიურ ნაკრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ჩატარდება სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონგჩანგში. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. მისი თქმით, რუსეთის ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებიც არ არიან შემჩნეულნი დოპინგის გამოყენებაში, ნებას დართავენ იასპარეზონ ნეიტრალური დროშის ქვეშ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომი თავის ოფიციალურ საიტზე აქვეყნებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ფიონგჩანგში ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს იკრძალება ნებისმიერი ატრიბუტის დემონსტრაცია, რომელზეც გამოსახული იქნება რუსეთის სიმბოლოები, მათ შორის წარწერა “რუსეთი” და რუსეთის დროშა, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის ჰიმნის შესრულებაზე. ოლიმპიურ თამაშებზე არ დაიშვებიან რუსეთის ხელისუფლების და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი მუტკო და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალექსანდრე ჟუკოვი.
შეგახსენებთ, მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტო (WADA) ბრალს სდებს რუსეთის ნაკრებს სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დოპინგის მასობრივ გამოყენებაში.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის