მსოფლიო
უკრაინის გენპროკურატურამ  მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის გენპროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ, ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერზე მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინის მთავარმა პროკურატურამ უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ძენბის შესახებ გადაწყვეტილება გადასცა. სააკაშვილის ძებნა ეროვნულ პოლიციას და უკრაინის უშიშროების სამსახურს დაევალა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი დღეს დილით, საცხოვრებელ სახლში აუყვანეს, თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსი ალყაში მოაქციეს, კარი ჩამოხსნეს და სააკაშვილი გაათავისუფლეს. სააკაშვილს ბრალად დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა აქვს წაყენებული.

წყარო: geonews.ge
გუშინ კვირის თვის