პოლიტიკა
თბილისის ბიუჯეტიდან 41 მილიონი ლარი ორბელიანის და კლდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას მოხმარდება

თბილისის ბიუჯეტიდან 41 მილიონი ლარი ორბელიანის და კლდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას მოხმარდება

"2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 41 მილიონი ლარი ორბელიანის და კლდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო, 14 მილიონი ლარი მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას. ასევე, 55 მილიონი ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი კვირის ბოლოს გადაეგზავნება საკრებულოს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჯამში 60 მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მინდა კიდევ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას. მინდა გითხრათ რომ ფინანსთა სამინისტროს ტრანსფერი ამ 60 მილიონიდან 14 მილიონი ლარის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის შპს თბილისის სატრანსპორტო კომპაიიის საწესდებო კაპიტალში აისახება. წელსვე, ვაგონების მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციას მოხმარდება. დარჩენილი 46 მილიონი ლარი 2018 წლის ბიუჯეტში პირდაპირ აისახება და ეს თანხა მოხმარდება ორბელიანის და კლდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას.

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორტეტი იქნება თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები, კერძოდ, ინფრასტრუქტურული ხარჯები 282 ლარს შეადგენდა და იზრდება 55 მილონი ლარით და შეადგენს 342 მილიონს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედალაქში 55 მილიონით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, ვიდრე დაგეგმილი იყო. ასევე, მწვანე ინფრასტრუქტურა 2018 წელს 9 მილიონ ლარამდე გაიზრდება",- განაცხადა კალაძემ.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის