პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მთვრობა მოახდინა. პროექტის მიხედვით 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება. მოხდება რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება.

ორი სამინისტრო იცვლის სახელწოდებას. კერძოდ, კანონპროექტით, იშლება სპორტის სამინისტრო. სპორტის კომპონენტი უერთდება კულტურის სამინისტროს. მოხდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდების ჩანაცვლება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროთი.

გარემოს დაცვის სამინისტრო უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უწყება იცვლის სახელწოდებას და იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ხდება ასევე რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელი უცვლელი რჩება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელიც უცვლელი იქნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ძველს სახელს ინარჩუნებს.

წარმოდგენილი კანონპროექტი დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანებასაც ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ ძირითადი კანონპროექტის ის თანმდევი კანონპროექტები გაიწვია, რომელიც აღნიშნული სამსახურების გაერთიანებას ითვალისწინებდა.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის