მსოფლიო
პენტაგონი: სირიაში დაახლოებით ორი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება

პენტაგონი: სირიაში დაახლოებით ორი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიაში დაახლოებით ორი ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. Deutsche Welle-ს ცნობით, ეს მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება გასულ თვის ოფიციალურ მონაცემებს.

ეს სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ადრე პენტაგონი არასწორ რიცხვებს წარმოადგენდა. თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დასძინა, რომ სირიაში აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი მცირდება.

მან ასევე განაცხადა, რომ ერაყში დაახლოებით 5200 ამერიკელი ჯარისკაცია. პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კონტინგენტი შემცირდა და იქ, სადაც საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან, ისინი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იბრძვიან.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის