საზოგადოება
ვაკის რაიონში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 2017 წელს 69 544 ლარი დაიხარჯა

ვაკის რაიონში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე 2017 წელს 69 544 ლარი დაიხარჯა

ვაკის რაიონში კულტურული და სპორტული პროექტების განსახორციელებლად 2017 წელს გამგეობის ბიუჯეტიდან 69 544 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაიმართა სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, ასევე სპორტული შეჯიბრებები. მათ შორის: ქუჩის კალათბურთი, ჩოგბურთის და ფეხბურთის ტურნირები ''ვაკის თასი 2017'', ფრენბურთის ჩემპიონატი, ტურნირი კარტინგში, მაგიდის ჩოგბურთში, სროლაში და ბილიარდში, ინტელექტუალური შეჯიბრი სკოლებს შორის ''რა, სად, როდის?'', წყნეთობის, თბილისობის დღესასწაულები და სხვა გასართობი აქტივობები.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის