მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქებს ისრაელისა და მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქებს ისრაელისა და მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ და მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინასა და გაზას სექტორში მოგზაურობისაგან.

"შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ისრაელის დადაქალაქად აღიარებისა და ქვეყნის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი, რომელიც პოტენციურად ძალადობაში გადაიზრდება აქედან გამომდინარე, შევახსენებთ აშშ-ს მოქალაქეებს, რომ გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

გადახედეთ საკუთარი უსაფრთხოების გეგმებს, მუდმივად იყავით გარშემო მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების საქმის კურსში. იყავით მაქსიმალურად ფრთხილები, გაითვალისწინეთ ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები. მოერიდეთ დემონსტრაციებისა და პროტესტების ადგილებს," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს ისრაელში მყოფ სახელმწიფო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომ მათ აკრძალული აქვთ პირადი მიზნებით გადაადგილება იერუსალიმის ძველ ქალაქში და დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ბეთლემსა და იერიქონში.

აღნიშნულის გარდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების შესახებაც აფრთხილებს. საგარეო უწყება ამერიკელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ მაქსიმალური სიფრთხილე და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები მოგზაურობის დროს მათივე უსაფრთხოების გასაზრდელად, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამ მიზნით, დეპარტამენტმა განაახლა 2017 წლის 14 სექტემბერს გამოქვეყნებული "Security Message for U.S. Citizens: Personal Security Reminder".

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის