პოლიტიკა
მიხეილ ჩხენკელი: დირექტორებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ დგას, რადგან გამოძიება არ დასრულებულა

მიხეილ ჩხენკელი: დირექტორებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ დგას, რადგან გამოძიება არ დასრულებულა

განათლების მინისტრის მიხელ ჩხენკელის განცხადებით, ვერაზე, ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ორი სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგას, რადგან გამოძიება არ დასრულებულა.

"ველოდებით გამოძიების დასრულებას, გამოძიება გამოავლენს ყველა ფაქტს და შემდეგ ვისაც მიუძღვის ბრალი ამ სიტუაციაში, ყველას მოეთხოვება პასუხი. კონკრეტულად დირექტორებთან მიმართებაში პასუხისმგებლობა არ დგას, რამეთუ გამოძიება დასრულებული არ არის", - განაცხადა ჩხენკელმა.

1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორ მოსწავლე თანატოლებმა დაჭრეს, რომელთაგან ერთი საავადმყოფიში მიყვანამდე, მეორე კი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ორი ბრალდებულია დაკავებული.

წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის