სპორტი
სარი:

სარი: "ნაპოლიმ უკრაინიდან მოსული სიახლეების გამო წააგო"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ფეიენოორდთან" (1:2) მარცხი გუნდის იმედგაცრუებით ახსნა. შესვენებაზე ნეაპოლელებმა გაიგეს, რომ "შახტარი" "მანჩესტერ სიტის" ამარცხებდა, რის გამოც საბოლოო ჯამში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩნენ. "უკრაინიდან მოსულმა სიახლეებმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა", - ციტირებს სარის სიტყვებს A Bola. "ჩვენი შეცდომა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი შედეგი უნდა დაგვედო". "ევროპა ლიგაზე დიდი სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ. გუნდი, რომელსაც ევროთასებზე დიდი მიღწევები არ აქვს. ყველაფრის მოგებას უნდა ეცადოს", - დასძინა ნეაპოლელთა თავკაცმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის