სპორტი
რონალდუ მორიგი უნიკალური რეკორდის დამყარებას გამოეხმაურა

რონალდუ მორიგი უნიკალური რეკორდის დამყარებას გამოეხმაურა

"რეალის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში "დორტმუნდის" (3:2) დამარცხებით კმაყოფილი დარჩა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ბორუსიელებთან დაპირისპირებაში რეკორდი დაამყარა - 32 წლის შემტევმა ჯგუფში ჩატარებულ ექვსივე შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა. "ჯგუფური ეტაპის გამარჯვებით დასრულება გვსურდა", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca. "გარდა ამისა, გატანა მოვახერხე. კიდევ ერთი რეკორდი დავამყარე, ამიტომაც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გატანა მომწონს, თუმცა მთავარი შემდგომ რაუნდში გასვლაა". "ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგას კიდევ მოვიგებთ", - დაამატა კრიშტიანუმ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის