სპორტი
გრიზმანი სათამაშოდ მზად არ არის

გრიზმანი სათამაშოდ მზად არ არის

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა ბარძაყის კუნთის ტრავმის მიღების შემდეგ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მოგეხსენებათ, ფრანგი შემტევი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 დასკვნით ტურში "ჩელსისთან" (1:1) გამართულ შეხვედრაში დაშავდა. "როხიბლანკოს" ფორვარდს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის ტრავმა აღენიშნება. როგორც As იტყობინება, გრიზმანი "ბეტისთან" გასამართ უახლოეს დაპირისპირებას ნამდვილად გამოტოვებს, გარდა ამისა კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში "ალავესთან" მატჩშიც.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის