სპორტი
ვარანმა დორტმუნდთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

ვარანმა დორტმუნდთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო

"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში დორტმუნდის "ბორუსიასთან" (3:2) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო. აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას, ფრანგი იძულებული გახდა მოედანი 38-ე წუთზე დაეტოვებინა - მის ნაცვლად მინდორზე მარკო ასენსიო მოგვევლინა. როგორც AS იტყობინება, ვარანს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა დროის განმავლობაში იუქმებს "სამეფო კლუბის" ცენტრალური მცველი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის