საზოგადოება
ტექდათვალიერებისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს

ტექდათვალიერებისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილმა 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, ეს მოთხოვნებია – მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი.

რაც შეეხება მავნე გამონაბოლქვს, ნებისმიერი ავტომობილისთვის, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას კატალიზატორი, იმოქმედებს გამონაბოლქვის მაქსიმუმ დასაშვები ნორმა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამართული წვის სისტემის მქონე ავტომობილმა.

გარდა ამისა, უახლოეს ხანში დაიწყება ფართო საინფორმაციო კამპანია, რის შედეგადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი და რა პერიოდში, რომელი კატეგორიის ავტომობილებს შეეხებათ.

ამოქმედდება ცხელი ხაზი ნომრით – 1484. ამასთან, შეიქმნება ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეეძლება მისთვის სასურველ ტესტირების ცენტრში ვიზიტი დაგეგმოს და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს, რომელიც მსუბუქი ავტომობილების 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარი ეღირება.

წყარო: timer.ge
გუშინ კვირის თვის