მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი რადასთან შეკრებილ აქტივისტებს საღამოს შეუერთდება

მიხეილ სააკაშვილი რადასთან შეკრებილ აქტივისტებს საღამოს შეუერთდება

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეები შეკრებას ამ დრომდე განაგრძობენ.


მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აქციაზე, საღამოს 18:00 საათისთვის მივა.

კიევში, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ააქტივისტები აქციას განაგრძობენ. მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.

პარტია „ბატკივშინას“ წარმომადგენლები კვლავ რადას შენობასთან რჩებიან. ამ დროისთვის უცნობია, აქციაზე მივა თუ არა პარტიის ლიდერი, იულია ტიმოშენკო.

აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის