სამართალი

"შურისძიების მოტივით სანადირო თოფიდან ესროლა..." - სიძის მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლი მიუსაჯეს

"სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა" - ამის შესახებ "ნიუპოსტს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით სიძეს ს.ნ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით კისრისა და სახის არეში მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა ა.ა. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის