სამართალი
 აგვისტოს ომის შესახებ, ჰააგის სასამართლოს მე-16 სესიაზე ისაუბრეს

აგვისტოს ომის შესახებ, ჰააგის სასამართლოს მე-16 სესიაზე ისაუბრეს


რუსული აგრესია, აგვისტოს ომი და მცოცავი ოკუპაცია − ამ თემებზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაზე. გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მე-16 სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალრ გვერდზე ვრცელდება.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლია, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში კი, ჩაიდინეს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.

ლორთქიფანიძის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის საქმე ჰააგის სასამართლოს გამოსაძიებელ საქმეებს შორის პირველი ევროპული კონფლიქტია; ასევე, პირველი საქმეა, რომელიც საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება და სადაც გამოიკვეთა რუსეთის ფედერაციის ფაქტორი. ამიტომ მართლმსაჯულების აღსრულება ამ საქმეში მნიშვნელოვანია არა მარტო 2008 წლის ომის დროს დაზარალებულებისათვის ან საქართველოს, როგორც დაზარალებული ქვეყნისათვის, არამედ, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსათვის.


წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის